თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი
თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი

თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, თურქეთში კორონავირუსი სულ 186 493 ადამიანს დაუდასტურდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 22 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში კი, კორონავირუსით თურქეთში გარდაცვლილთა რიცხვმა 4 927-ს მიაღწია.

ბოლო ერთ დღეში, თურქეთში „კოვიდ-19“ 1 312-მა ადამიანმა დაამარცხა, გამოჯანმრთელებულების საერთო რიცხვი კი, 158 000-ს აჭარბებს.

თურქეთში კორონავირუსის 22 738 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.