თურქეთში „კოვიდ-19“-ის 9 809 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 9 809 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 9 809 შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 171 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ორი მილიონ 340 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 23 152 -ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10 003-ით გაიზარდა და ჯამში ორი მილიონ 210 ათასს გადააჭარბა. 2 701 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.