თურქეთში „კოვიდ-19“-ის 7 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 7 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში თურქეთში „კოვიდ-19“-ის 7 857 შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 80 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ორი მილიონ 630 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 27 983-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 210-ით გაიზარდა და ჯამში ორი მილიონ 510 ათასს გადააჭარბა. 1 180 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.