თურქეთში „კოვიდ-19“-ის 30 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა

23:19, 28.11.2020

თურქეთში „კოვიდ-19“-ის 30 103 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 182 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 487 912 შემთხვევა, მათ შორის 13 373 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი