ბოლო 24 საათში, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 21 030 შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 87 კოვიდინფიცირებული.
თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 2.97 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 29 864-ს შეადგენს.
ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 18 119-ით გაიზარდა და ჯამში 2.78 მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში 1 547 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.