თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 629 ახალი შემთხვევა დადასტურდა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 629 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 629 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 55 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 1 398 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 332 289 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 8 722 ადამიანი.