გასული დღე-ღამის განმავლობაში, თურქეთში „კოვიდ-19“ 1 442 ადამიანს დაუდასტურდა, 1 506 ადამიანი კი, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქული მედიის ცნობით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსი 321 512 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 282 657 უკვე გამოჯანმრთელდა.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფარჰეთინ კოჩა აცხადებს, რომ ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 63 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილების საერთო რაოდენობა კი, 8 325-ს აღწევს.
კორონავირუსზე თურქეთში ყოველდღიურად 100 000-ზე მეტი ტესტი კეთდება.