თურქეთში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილი ისევ მკაცრდება
თურქეთში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილი ისევ მკაცრდება

თურქეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების ნაწილი ისევ მკაცრდება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობამ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მიიღო. მედია არ აკონკრეტებს, თუ რას ითვალისწინებს შეზღუდვების გამკაცრება.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად, თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ის 1 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 234 934 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 5 765 ადამიანი.