თურქეთში კორონავირუსს გასულ დღე-ღამეში 97 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში კორონავირუსს გასულ დღე-ღამეში 97 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში ახალ კორონავირუსს გასული დღე-ღამის განმავლობაში 97 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 4 800-ით გაიზარდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე ქვეყანაში ვირუსით 1198 პაციენტია გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 3446-ს შეადგენს. ვირუსით ინფიცირებულია სულ 56 956 ადამიანი.