თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა

თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3148 ახალი შემთხვევა.

ვირუსს თურქეთში სულ 649 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი 1326-ს შეადგენს.