თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 902-ით გაიზარდა
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 902-ით გაიზარდა

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 902-ით გაიზარდა და 222 402-ს შეადგენს. როგორც „ანადოლუ“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ ქოჩაზე დაყრდნობით წერს, ბოლო ერთ დღეში 1200-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რაც ინფიცირების დღიურ მაჩვენებელს 300-ით აღემატება.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება 1244 პაციენტი. ვირუსს ქვეყნის მასშტაბით, საერთო ჯამში, 5545 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 19 გასულ 24 საათში.