თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3629-მდე გაიზარდა

00:39, 27.03.2020

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ახალი კორონავირუსი 3629 ადამიანს აქვს დადასტურებული.

ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 75 ადამიანისთვის. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მათგან 16 გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა.

მსგავსი