თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 19 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო დღე-ღამეში, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 19 761 შემთხვევა გამოვლინდა, რაც მაისის დასაწყისიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ წინა დღით, ორშაბათს თურქეთში „კოვიდ-19“-ის 16 809 შემთხვევა აღირიცხა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ქვეყანაში 51 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 7 108 პაციენტი.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 40 მილიონ ადამიანს გაკეთებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა, 24,5 მილიონზე მეტი ადამიანი კი, ორი დოზით არის აცრილი.