თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

02:20, 20.03.2020

თურქეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ ქოჯას განცხადებით, ინფიცირებულია 359 ადამიანი. მათ შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ხუთშაბათიდან ქვეყანაში სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები დაიხურა. ხელისუფლება მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

მსგავსი