თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 93-ით გაიზარდა
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 93-ით გაიზარდა

თურქეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 93 ადამიანი გარდაიცვალა. ფატალური შემთხვევების რიცხვი 3 175-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

გამოვლინდა კორონავირუსის 2,615 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 120,204-მდე გაიზარდა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტების რაოდენობამ უკვე მილიონს გადააჭარბა. თურქეთში „კოვიდ-19“-ისგან კიდევ 4,846 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 48,886-მდე გაიზარდა.