თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 206-მდე გაიზარდა​
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 206-მდე გაიზარდა​

თურქეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 5 206-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ის 204 610-ს აღწევს. მათგან 180 ათასამდე პაციენტმა ვირუსი უკვე დაძლია. აქტიურ შემთხვევათა რიცხვი კი, 20 ათასზე ნაკლებია.

დატოვე კომენტარი