თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 356-მდე გაიზარდა

23:27, 02.04.2020

თურქეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 356-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ქვეყანაში დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ბოლო 24 საათში ქვეყნის მაშტაბით 2 456 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის 18 135 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი