თურქეთში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 95 ადამიანი დაიღუპა
თურქეთში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 95 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 95 ადამიანი დაიღუპა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით დაღუპულთა რაოდენობა 1 101-მდე გაიზარდა. თურქეთში „კოვიდ-19“ ბოლო ერთ დღეში 5 138, საერთო ჯამში კი, 52 167 ადამიანს დაუდასტურდა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფარჰეთინ კოჩას განცხადებით, კორონავირუსი დღემდე 2 965-მა ადამიანმა დაამარცხა, რომლებიც საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

ბოლო ერთ დღეში თურქეთში კორონავირუსზე 33 170 ადამიანი შეამოწმეს, საერთო ჯამში კი, ქვეყანაში უკვე 340 380 ადამიანია შემოწმებული. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 1 626 პაციენტი მკურნალობს.