თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის კლინიკური ცდები დაიწყეს​
თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის კლინიკური ცდები დაიწყეს​

​თურქეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის კლინიკური ცდები დაიწყო. როგორც თურქული თურქული მედია იტყობინება, შესაბამისი ინფორმაცია თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიაწოდა.

ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთში შექმნილი კიდევ სამი ვაქცინა კლინიკური ცდების ეტაპზე უახლოეს 7-10 დღეში გადავა.

სექტემბრის ბოლოს თურქეთი ხელისუფლებამ გამოთქვა ვარაუდი, რომ თურქული წარმოების ვაქცინა შესაძლოა, ხელმისაწვდომი 2021 წლის დასაწყისიდან ყოფილიყო, ამჟამად თურქეთში მეცნიერთა ჯგუფები „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რვა ვაქცინაზე და 10 სამკურნალო პრეპარატზე მუშაობენ.