თურქეთში კორონავირუსის 9 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა
თურქეთში კორონავირუსის 9 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა

​გასული დღე-ღამის განმავლობაში, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 9 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 71 პაციენტი კი, გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 8 938 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჯამში 2,6 მილიონს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, კრიტიკულ მდგომარეობაში 1 187 პაციენტი იმყოფება.

გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე ტესტი 125 716 ადამიანს ჩაუტარდა. ვირუსის გამოსავლენად თურქეთში სულ 33 მილიონზე მეტი ტესტია ჩატარებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2,7 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 28 503 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.