თურქეთში კორონავირუსის 7 706 ახალო შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 7 706 ახალო შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 7 706 ახალო შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს ქვეყანაში 93 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში ვირუსი გამოუვლინდა 2,57 მილიონ ადამიანს. გარდაიცვალა 27 377 პაციენტი. ამავე პერიოდში განიკურნა 2,46 მილიონი ინფიცირებული.

ამჟამად თურქეთის საავადმყოფოებში რჩება 1 235 კოვიდინფიცირებული, რომელთა მდგომარეობა კრიტიკულია.