თურქეთში კორონავირუსის 7 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა​
თურქეთში კორონავირუსის 7 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა​

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 7 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 168 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 8 005 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჯამში 2.25 მილიონს შეადგენს.

გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 156 792 ადამიანი დაიტესტა. ვირუსის გამოსავლენად თურქეთში სულ 27 მილიონზე მეტი ტესტია ჩატარებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2.38 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 23 832 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანდაცვის სფეროს 650 ათასამდე თანამშრომელს გაუკეთდა. ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინით მიმდინარეობს, რომლის პირველი სამი მილიონი დოზა თურქეთში 30 დეკემბერს ჩაიტანეს.