თურქეთში კორონავირუსის 6 871 ახალი შემთხვევა დადასტურდა
თურქეთში კორონავირუსის 6 871 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 6 871 შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 129 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ორი მილიონ 470 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 25 865-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 100-ით გაიზარდა და ჯამში ორი მილიონ 350 ათასს გადააჭარბა. 1 692 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.