თურქეთში კორონავირუსის 50 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 50 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში, თურქეთში კორონავირუსის 50 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 343 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 37 672 -ს მიაღწია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ინფიცირების შემთხვევები თურქეთში 4,55 მილიონს აღემატება. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3 500-მდე პაციენტია მოთავსებული.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ქვეყანამ უკვე 21 მილიონი დოზა ვაქცინა აითვისა.