თურქეთში კორონავირუსის 5 283 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 58 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 5 283 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 58 პაციენტი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 5 283 ადამიანს დაუდასტურდა, 58 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 5,41 მილიონზე მეტი შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 49 634 შეადგინა.

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის 33,35 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ორივე დოზა მიღებული აქვს 14,95 მილიონ მოქალაქეს.