თურქეთში კორონავირუსის 30 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 30 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 30 110 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 6 101 უსიმპტომო. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 190 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების სულ 506 966 სიმპტომიანი შემთხვევა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 13 936-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 593-ით გაიზარდა და ჯამში 409 320 შეადგინა.
5 303 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.