თურქეთში კორონავირუსის 29 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში კორონავირუსის 29 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში, თურქეთში კორონავირუსის 29 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით კიდევ 153 ადამიანი გარდაიცვალა. თურქეთში კორონავირუსით სულ გარდაიცვალა 30 772 პაციენტი.

ამჟამად თურქეთის საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 1 810 პაციენტი რჩება.

თურქეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრები იანვარში დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, აცრა 14,65 მილიონმა ადამიანმა გაიკეთა. მათგან 6,43 მილიონმა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო.

თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვის მატების გამო, თურქეთის მედიკოსთა ასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, სტამბოლსა და სხვა ქალაქებში კოვიდშეზღუდვები ხელახლა გაამკაცროს.