თურქეთში კორონავირუსის 28 997 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 336 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 28 997 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 336 პაციენტი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, თურქეთში კორონავირუსი 28 997 ადამიანს დაუდასტურდა, 336 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსისგან 38 218 პაციენტი განიკურნა. ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში 3 452 ინფიცირებული იმყოფება.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 4,92 მილიონი შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 4,55 მილიონი ადამიანი. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 41 527 შეადგინა.

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის 14,19 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ორივე დოზა კი, მიღებული აქვს 9,69 მილიონ მოქალაქეს.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების შესაკავებლად, თურქეთში 17 მაისამდე სრული ლოკდაუნი გამოცხადდა.