თურქეთში კორონავირუსის 24 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 347 ადამიანი
თურქეთში კორონავირუსის 24 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 347 ადამიანი

თურქეთში კორონავირუსის 24 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ბოლო დღე-ღამეში 347 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა საერთო ოდენობამ 41 191-ს მიაღწია. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

თურქეთში ინფიცირებულთა რიცხვი ხუთ მილიონს უახლოვდება. კრიტიკულ მდგომარეობაშია 3 500-მდე პაციენტი.

თურქეთში 17 მაისამდე საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული.