თურქეთში კორონავირუსის 18 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 18 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, თურქეთში კორონავირუსით 18 052 პირი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„კოვიდ-19“-ით გამოწვეული დაავადებას თურქეთში კიდევ 281 პაციენტი ემსხვერპლა.

ამჟამად „კოვიდ-19“-ით დაავადებული, მძიმე მდგომაროებაში მყოფი პაციენტების რიცხვი თურქეთში 3 175-ს შეადგენს.