თურქეთში კორონავირუსის 15 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 283 ადამიანი
თურქეთში კორონავირუსის 15 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 283 ადამიანი

თურქეთში ბოლო 24 საათში 197 468 ტესტი ჩატარდა და ​კორონავირუსი 15 191 ადამიანს გამოუვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით თურქეთში 283 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსისგან განიკურნა 25 694 ადამიანი.

ამჟამად საავადმყოფოებში მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 3 081-ის მდგომარეობა მძიმეა.

დატოვე კომენტარი