თურქეთში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 57 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 57 პაციენტი

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 57 პაციენტი.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 291 162 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, გარდაიცვალა 7 056 პაციენტი.

თურქეთში „კოვიდ-19“-ისგან 258 833 პაციენტი განიკურნა.