თურქეთში კორონავირუსის 1 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პირი
თურქეთში კორონავირუსის 1 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პირი

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 517-ით გაიზარდა და 265 515-ს შეადგენს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, ვირუსი უკვე დაძლია 242 ათასამდე ადამიანმა.

გასული 24 საათის განმავლობაში თურქეთში კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6 245 -მდე გაიზარდა.