თურქეთში კორონავირუსის 1 293 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 1 293 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი

თურქეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 1 293 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სულ თურქეთში კორონავირუსი 199 906 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 5 131 ინფიცირებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ისგან განიკურნა 1 302 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვმა 173 111 შეადგინა.