თურქეთში კორონავირუსის 1 016 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 1 016 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი

გასული 24 საათის განმავლობაში თურქეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 1 016-ით გაიზარდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 211 981 შეადგინა.

ქვეყანაში 5 344-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი. მათ შორის, 21 ადამიანი გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა.

დღეისათვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებასი 1 200-მდე პაციენტი რჩება. 400 მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ვირუსისგან უკვე განიკურნა 193 ათასზე მეტი პაციენტი.