თურქეთში კლუბ „ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტი დააკავეს #1TVSPORT
თურქეთში კლუბ „ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტი დააკავეს #1TVSPORT

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტი სადეტინ სარანი ნარკოტიკებთან ბრძოლის ფარგლებში მიმდინარე გამოძიების დროს დააკავეს.

თურქული მედიის ცნობით, სარანის თმის ნიმუშებში ნარკოტიკული ნივთიერებების კვალი დაფიქსირდა. დაპატიმრებას წინ უძღოდა მისი ჩვენება პროკურატურაში, რომელიც გასულ კვირას მისცა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ბიოლოგიური ნიმუშები აიღეს და ლაბორატორიული კვლევა ჩაატარეს.

სარანი ბრალდებებს არ ეთანხმება, ნარკოტიკების მოხმარებას კატეგორიულად უარყოფს და განმეორებითი ტესტირების ჩატარებას ითხოვს.

გამოძიება თურქეთში დეკემბრის დასაწყისში დაიწყო და ამ დროისთვის საქმესთან დაკავშირებით დაახლოებით 15 პირია დაკავებული. სარანის გარდა, გამოძიების ფარგლებში ფიგურირებენ სხვა ცნობილი სახეებიც.

კლუბმა „ფენერბაჰჩემ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ენდობა სამართლიან გამოძიებასა, ასევე თურქეთის სასამართლო სისტემას.