თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

08:52, 24.02.2020

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის დასავლეთით, ქალაქ იზმირთან ახლოს 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შვიდი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.

გუშინ ირან-თურქეთის სასაზღვრო რეგიონში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 75 ადამიანი დაშავდა.

მსგავსი