თურქეთში გაზსადენ „თურქული ნაკადის“ საზღვაო და სანაპირო მონაკვეთები შეაერთეს
თურქეთში გაზსადენ „თურქული ნაკადის“ საზღვაო და სანაპირო მონაკვეთები შეაერთეს

თურქეთში გაზსადენ „თურქული ნაკადის“ საზღვაო და სანაპირო მონაკვეთები შეაერთეს. ტექნიკური ოპერაციის დროს, მილსადენის ორი ნაწილი ფსკერიდან წყლის ზედაპირზე მოწყობილ სპეციალურ სტრუქტურაზე ამოიტანეს, შედუღების შემდეგ კი, ზღვის ფსკერზე, 32 მეტრის სიღრმეზე ჩააბრუნეს.

რუსეთში ორი მილსადენის შედუღება მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში მოხდა.

პროექტ „თურქული ნაკადით“ ბუნებრივი აირი რუსეთიდან შავი ზღვის გავლით თურქეთში მოხვდება. გაზსადენის ერთი ხაზი თურქეთის ბაზრისთვისაა განკუთვნილი, მეორე კი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. თითოეული მილსადენის მოცულობა წელიწადში 15 მილიარდი კუბური მეტრია.