თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 913 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 913 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 913 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19“ უკვე 223 315 ადამიანს დაუდასტურდა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსულ ინფექციას 18 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 5 563-ს აღწევს.

ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ისგან თურქეთში 1 151 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი თურქეთში კორონავირუსული ინფექციისგან უკვე 206 365 ადამიანი განიკურნა.