თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 9 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 176 პაციენტი
თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 9 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 176 პაციენტი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 9 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 176 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 8 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჯამში 2.19 მილიონს შეადგენს.

გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 162 786 ადამიანი დაიტესტა. ვირუსის გამოსავლენად თურქეთში სულ 26 მილიონზე მეტი ტესტია ჩატარებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2.32 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 22 807 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.