თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 6 713 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 153 ინფიცირებული
თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 6 713 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 153 ინფიცირებული

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 153 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა და ვირუსი 6 713 ადამიანს დაუდასტურდა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, თურქეთში ინტენსიური თერაპიის განყოფილებების 71 პროცენტი დაკავებულია, რაც ასევე პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მატების გამო, ქვეყანაში გასულ კვირას ზომები გამკაცრდა. უქმეებზე დაწესდა კომენდანტის საათი. დროებით დაიკეტა თეატრები, ჩაის სახლები, საცურაო აუზები და ინტერნეტკაფეები.