თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 5 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 164 ადამიანი
თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 5 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 164 ადამიანი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსით 164 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 2.39 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. პანდემიამ ჯამში 24 161 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსზე 27.52 მილიონი ტესტი ჩატარდა. მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის გამოსავლენად ტესტირება 151 342 ადამიანს ჩაუტარდა.

18 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზით თურქეთში ჯანდაცვის 820 000-მდე მუშაკი აიცრა.