თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 57 პაციენტი
თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 57 პაციენტი

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1527 ახალი შემთხვევა აღრიცხეს თურქეთში. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 57 პაციენტი, რაც წინა დღის მონაცემებთან შედარებით, ცხრა შემთხვევით მეტია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი, საერთო ჯამში, 291 162-ს შეადგენს. მათ შორის, ვირუსს 7056 ემსხვერპლა. კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში რჩება 1267 პაციენტი.