თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 65 ადამიანი
თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 65 ადამიანი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 65 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში 1 596 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 315 845 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 8 062 ადამიანი.