თურქეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 6 017 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 139 ინფიცირებული
თურქეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 6 017 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 139 ინფიცირებული

თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. „კოვიდ-19“ 6 017 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 139 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს „ესოშიეიტიდ პრესი“ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების სულ 446 822 შემთხვევა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 12 358-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 812-ით გაიზარდა და ჯამში 374 637 შეადგინა. კრიტიკულ მდგომარეობაშია 4 217 პაციენტი.