თურქეთში დეპუტატს ტერორიზმის ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯეს
თურქეთში დეპუტატს ტერორიზმის ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯეს

​თურქეთში პროქურთ კანონმდებელს ტერორიზმში წაყენებული ბრალდების გამო ორი წლითა და ექვსი თვით წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ პროქურთული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს. „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ წევრი, მაჰმუთ ტოღრული თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ პროპაგანდის გავრცელებაში დამნაშავედ ცნეს.

საქმე ეხება პოლიტიკოსის ორ გამოსვლას, რომლებიც ბრალმდებლების განცხადებით კრიმინალურ ელემენტებს შეიცავდა. თუმცა თავად მაჰმუთ ტოღრულის ადვოკატი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის გამოსვლა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო ოპოზიციური „სახალხო დემოკრატიულ პარტია“ და ქურთისტანის მუშათა პარტია დაკავშირებულები არიან. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, ბოლო წლებში „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ ხუთ ათასამდე წარმომადგენელი დააკავეს. მათ უკეთესობას 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.