თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 26 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 218 ადამიანი

03:13, 14.12.2020

თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექცია 26 919 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი შემთხვევებიდან 5 103 სიმპტომური პაციენტია. ინფიცირების საერთო რაოდენობამ 1 836 728 შეადგინა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში „კოვიდ-19“-ს 218 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი, საერთო ჯამში, ქვეყანაში 16 417 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსულ ინფექციაზე 180 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა. ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 1.6 მილიონს აჭარბებს.

მსგავსი