თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 1 141 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პირი და გამოჯანმრთელდა 1 594 პაციენტი
თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 1 141 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პირი და გამოჯანმრთელდა 1 594 პაციენტი

თურქეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 489-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 28 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრზე, ფაჰრეთინ კოჩაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის დიაგნოზი 1 141 პაციენტს დაუდასტურდა, რითაც ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 162 120-მდე გაიზარდა.

ამასთან, ქვეყანაში განკურნებულთა რაოდენობას 1 594 პაციენტი შეემატა და ჯამში 125 963 შეადგინა.

დატოვე კომენტარი