თურქეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 186 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 ადამიანი
თურქეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 186 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 ადამიანი

თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 32 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, თურქეთში „კოვიდ-19“-ით 4 308 ადამიანი გარდაიცვალა.

თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო ერთ დღეში თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, თურქეთში „კოვიდ-19“ 155 686 ადამიანს დაუდასტურდა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფარჰეთინ კოჩას განცხადებით, „კოვიდ-19“ ქვეყანაში უკვე 117 602-მა ადამიანმა დაამარცხა. მხოლოდ ბოლო ერთ დღეში, თურქეთის საავადმყოფოებიდან 1 491 ადამიანი გაწერეს.

თურქეთში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 775 ადამიანი იმყოფება. ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში 40 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა.