თურქეთში ბოლო 45 დღის განმავლობაში კორონავრიუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
თურქეთში ბოლო 45 დღის განმავლობაში კორონავრიუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

თურქეთში ბოლო 45 დღის განმავლობაში კორონავრიუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დარეგისტრირდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ დაწერა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 1 256 ადამიანს. გარდაიცვალა 21 ინფიცირებული.

თურქეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსი 248 117 შემთხვევა. დაავადებას 5 955 ადამიანი ემსხვერპლა. 230-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი